საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინას მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვა, რათა შეეცადოს ომის დასრულებას.
აღნიშნულის შესახებ ემანუელ მაკრონმა რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა.
„უკრაინას ვუსურვებ, რომ გაიმარჯვოს და შეწყდეს საომარი მოქმედებები. უკრაინის პრეზიდენტს და მის ლიდერებს მოუწევთ მოლაპარაკებების წარმოება რუსეთთან და ჩვენ, ევროპელები ვიქნებით მოლაპარაკებების მაგიდასთან უსაფრთხოების განარტიების შესახებ, რომლის შემადგენელი ნაწილები ჩვენს კონტინენტს ეხება და ეს არის რელობა“, – აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ყველას სურს მშვიდობა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა, ამასთან, გაცნობიერებული უნდა იქნას, რომ რუსეთი კვლავ ევროპის გვერდით არსებობს და იარსებებს.