პოლიტიკა

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინას მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვა, რათა შეეცადოს ომის დასრულებას

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინას მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვა, რათა შეეცადოს ომის დასრულებას.

აღნიშნულის შესახებ ემანუელ მაკრონმა რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა. 

„უკრაინას ვუსურვებ, რომ გაიმარჯვოს და შეწყდეს საომარი მოქმედებები.  უკრაინის პრეზიდენტს და მის ლიდერებს მოუწევთ მოლაპარაკებების წარმოება რუსეთთან და ჩვენ, ევროპელები ვიქნებით მოლაპარაკებების მაგიდასთან უსაფრთხოების განარტიების შესახებ, რომლის შემადგენელი ნაწილები ჩვენს კონტინენტს ეხება და ეს არის რელობა“, – აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ყველას სურს მშვიდობა და საომარი მოქმედებების შეწყვეტა, ამასთან, გაცნობიერებული უნდა იქნას, რომ რუსეთი კვლავ ევროპის გვერდით არსებობს და იარსებებს.

 

ასევე ნახეთ

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, პროცედურულ ნაწილში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია