პოლიტიკა

ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში დღეიდან კონსულტაციები იწყება

ევროპულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში კონსულტაციები იწყება. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დღეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე მივლენ „მოქალაქეები“, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები და „გირჩი“. რაც შეეხება ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებს, ისინი ამ დრომდე კონსულტაციებს მართავენ და დღის განმავლობაში აპირებენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას. თუმცა, გუშინ მათ თქვეს, რომ ამ პროცესში „ქართულ ოცნებას“ უნდობლობას უცხადებენ.

კონსულტაციებს პარალელურად, დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებზე იმსჯელებენ. ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა საპროცედურო, იურიდიულ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვის კომიტეტებს დაევალა.

გარდა ამისა, პარლამენტში შექიმნება სამუშაო ჯგუფები, რომელსაც კოორდინაციას პირადად პარლამენტის თავმჯდომარე გაუწევს. შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს მინიტორინგის ჯგუფს დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – გასაკვირი არ არის, რომ შესაძლო ტერაქტის ადრესატი ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი, რადგან ივანიშვილი არის ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების გარანტი

სუს-ის ინფორმაცია უაღრესად შემაშფოთებელია. საქმე ეხება ტერორისტულ აქტს. ვიღაცებს არ მოსწონთ ის პოზიცია, რომელიც უკავია …

ჩანთების ონლაინ მაღაზია