პოლიტიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა – მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნის თაობაზე, რაც პოზიტიური ნაბიჯია

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, მიესალმებიან საქართველოს პარლამენტის განცხადებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით.

„მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება“, – აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაზე უარს ამბობენ და პროექტს ვენეციის კომისიაში გადააგზავნიან.

ასევე ნახეთ

შსს – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უწყების შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია