პოლიტიკა

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ზამთარში ბუნებრივი გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები ზამთარში ბუნებრივი გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე შეთანხმდნენ. ახალი რეგულაცია მიზნად ისახავს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის სავალდებულო გახადოს გაზის მოხმარების შემცირება.

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ გაზის მოთხოვნა გასული ხუთი წლის საშუალო მოხმარებასთან შედარებით 15%-ით შეამცირონ, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე.

გერმანიის ეკონომიკის მინსიტრის მოადგილის, სვენ გიგოლდის თქმით, მიღებული დოკუმენტი უპრეცედენტო ნაბიჯია ევროპული სოლიდარობისთვის.

ევროკომისიამ ახალი რეგულაცია გაზზე მოთხოვნის შემცირების შესახებ 2022 წლის 20 ივლისს, ხელშეკრულების 122-ე მუხლის საფუძველზე წარადგინა.

მას შემდეგ, რაც ევროპულმა ქვეყნებმა გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი თქვეს, რუსეთმა  ბუნებრივი აირის მიწოდება პოლონეთს, დანიას, ბულგარეთსა და ფინეთს შეუწყვიტა.

18 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში, აზერბაიჯანიდან მეტი ბუნებრივი აირის მისაღებად გაემგზავრა. მისი თქმით, ევროკავშირი ცდილობს შეამციროს რუსულ გაზზე დამოკიდებულება. 

Reuters-ის ინფორმაციით, დოკუმენტის პირველი ვერსიის თანახმად, კომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდა შესთავაზა და მოუწოდა მხარი დაუჭირონ ამ მილსადენის გაფართოებას

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია