პოლიტიკა

ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი – ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, გააგრძელოს ევროპული გზა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები ფინეთის პრემიერ-მინისტრს სანა მარინსა და ევროპულ საქმეთა მინისტრ ტიტი ტუპურაინენს ხვდებიან.

ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას ფინეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ტიტი ტუპურაინენმა აღნიშნა, რომ აფასებენ საქართველოს ძალისხმევას, გააგრძელოს ევროპული გზა.

„მოხარული ვართ, ფინეთში ვუმასპინძლოთ საქართველოს პარლამენტის სპიკერს. ძალიან სასიამოვნოა მასთან მოლაპარაკებების გამართვა ევროპაში არსებულ ამჟამინდელ სიტუაციაზე. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, გააგრძელოს თავისი ევროპული გზა და სრულად ვუჭერთ მხარს რეფორმებს, რომელთა გატარებაც ქვეყანას სურს თავისი მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა ტიტი ტუპურაინენმა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს რომში შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, რომში პაპ ფრანცისკესდაკრძალვამდე, ხანმოკლე შეხვედრა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია