პოლიტიკა

გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე სახალხო დამცველის აპარატს ტოვებენ

სახალხო დამცველის მოადგილეები გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე თანამდებობას ტოვებენ.

როგორც ბურჯანაძე ფეისბუქზე წერს, 31 მარტი მისი ბოლო სამუშაო დღე იქნება.

“ლევანს [იოსელიანს] არჩევის დღესვე ვუთხარი, რომ მარტის ბოლომდე შემეძლო მხოლოდ დარჩენა აპარატში, რადგან დასასრულებელი იყო საპარლამენტო ანგარიში და სხვა მიმდინარე საქმეები. დავწერეთ მე და კოლეგებმა დიდი და მსუყე ანგარიში და შემდეგ კვირას იხილავთ ყველა. 62 თვის მანძილზე ნინო ლომჯარიასთან და სახალხო დამცველის აპარატის უამრავ გადასარევ კოლეგასთან ერთად ვიყავი საჯარო სამსახურში და მიუხედავად სახელმწიფო პროპაგანდისა და გამუდმებული თავდასხმებისა, გვქონდა ერთი ამოცანა – ყველა გაჭირვებული და უფლებადარღვეული ადამიანის პრობლემის გამოვლენა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის რეკომენდაციით მიმართვა რომ ეს გამოესწორებინათ”, – წერს ბურჯანაძე.

სხილაძე აღნიშნავს, რომ აპარატში თითქმის ათი წელი იმუშავა:

“მოვდივარ და ყოველთვის ჩემთან იქნება სიამაყის განცდა, იმ ცვლილებების გამო, რასაც კოლეგებთან ერთად მივაღწიეთ. არ დავწერ, როგორი რთული დრო გავიარეთ, რამდენი უძილო ღამე, დარდი და ბრძოლა, თუმცა, ერთი წუთითაც არ ვნანობ განვლილ გზას და მიღებულ გადაწყვეტილებებს”

გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებდა, სხილაძე კი – 2016 წლიდან.

ბურჯანაძე 2022 წლის შემოდგომაზე ახალი სახალხო დამცველის არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა კრიტიკული განცხადებების გამო ქართულმა ოცნებამ მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. 7 მარტს კი პარლამენტმა ომბუდსმენად ლევან იოსელიანი აირჩია.

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია