პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილის წერილი ევროპელ ლიდერებს

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროპელ ლიდერებთან გასაგზავნად წერილი გადასცა.

წერილით 2016 წლამდე თანამდებობაზე მყოფი საქართველოს პრეზიდენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები ითხოვენ, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად.

“პირველად შედგა საქართველოში, რომ 2016 წლამდე მოქმედი ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი აწერს ამ წერილს ხელს. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ასეთი პოზიციების დაფიქსირება. დაფიქსირება იმ წერტილების, სადაც ჩვენ ჩვენი განსხვავების მიუხედავად, ერთიანები ვართ. არ შემიძლია ამ მომენტში არ გავიხსენო პოლიტიკოსი, რომელიც ყველაზე მეტად იქნებოდა ამ დოკუმენტის ინიციატორი და ხელის მომწერი და მან თქვა ისტორიული ფრაზა “მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი” და ეს არის ზურაბ ჟვანია. ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ყველაფერი ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში იმისთვის, რომ ეს ვალდებულებები დარჩენილიყო, მაგრამ ჯერ კანდიდატობა მოეცათ და ვალდებულებების შემდეგ შესრულებაზე ყოფილიყო ლაპარაკი”- აცხადებს მარგველაშვილი.

ასევე ნახეთ

ალეკო ელისაშვილი კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის მიზეზით დააკავეს

ალეკო ელისაშვილი დაამავედ. როგორც შსს-ში აცხადებენ, პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...