პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი – ნატო-ს სამიტზე მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს სამიტზე პარტნიორი ქვეყნებისთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებენ.

მისივე თქმით, პაკეტები მიღებული იქნება საქართველოსთვის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, მოლდოვის, ასევე მავრიტანიისა და ტუნისისთვის.

„მადრიდის ნატო-ს სამიტში საქართველო და ევროკავშირიც მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს პარტნიორებისთვის – საქართველოსთვის, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, ასევე მავრიტანიისა და ტუნისისთვის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, ესპანეთის ქალაქ მადრიდში 28-30 ივნისს ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომელშიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციაც მიიღებს მონაწილეობას.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია