პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – ერთი წელი შესრულდა ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადიდან, მწამს, რომ ისტორიული პროცესი მალე დაგვირგვინდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით

ღრმად მწამს, რომ ისტორიული პროცესი, რომელმაც ერთი წლის წინ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მალე დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

მისი თქმით, მთელი თავისი ისტორიით, კულტურით, ღირებულებებით ევროპული ქვეყანა, დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილი და მისი დიდი კულტურის თანაშემოქმედი, საქართველო საკუთარი დღევანდელობით, მასშტაბური რეფორმებით, განვითარების ტემპებითა და ხარისხითაც უდავოდ იმსახურებს სამართლიან აღიარებას.

„დღეს ერთი წელი შესრულდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთების ისტორიული დღიდან.

2022 წლის 3 მარტს მე წილად მხვდა გამორჩეული პატივი, ხელი მომეწერა დოკუმენტზე, რომელიც ქართველთა მრავალი თაობის ოცნებას, ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას განასახიერებს. ამ დღეს ჩვენი ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა; სულ მალე ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ კიდევ უფრო მეტად მიგვაახლოვა თავისუფალ ერთა ევროპული ოჯახის წევრობას.

განვლილ ერთ წელში ჩვენ კიდევ უფრო გავააქტიურეთ ძალისხმევა იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიას და, ბუნებრივია, ჩვენი ხელისუფლების საქმიანობას განსაზღვრავს; გადავდგით ყველა ნაბიჯი ევროპული ცხოვრების წესთან და სტანდარტებთან, ინსტიტუციონალურ მოწყობასთან და კანონმდებლობასთან დასაახლოებლად, ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

ამ პროცესში მუდამ ვგრძნობთ ჩვენი ხალხის მხარდაჭერას, რაც ყველაზე ძლიერი სტიმულია მთავრობის, მთლიანად ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყოველდღიური საქმიანობისთვის.

მადლიერი ვართ ჩვენი ევროპელი მეგობრების, პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისა და ხალხის, ვინც ჩვენ გვერდით დგას ამ მიზნის რეალობად ქცევის გზაზე.

ევროკავშირის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია და სწორედ ეს გვაძლევს ყველაზე მეტ იმედს. მთელი თავისი ისტორიით, კულტურით, ღირებულებებით ევროპული ქვეყანა, დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილი და მისი დიდი კულტურის თანაშემოქმედი, საქართველო საკუთარი დღევანდელობით, მასშტაბური რეფორმებით, განვითარების ტემპებითა და ხარისხითაც უდავოდ იმსახურებს სამართლიან აღიარებას. ღრმად მწამს, რომ ისტორიული პროცესი, რომელმაც ერთი წლის წინ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მალე დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

ასევე ნახეთ

მამუკა მდინარაძე – დაანებეთ ამ ფეხბურთელებს თავი – ფეხბურთელებსაც ვთხოვ: ბიჭებო, მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც ჩემპიონები ხართ

ეროვნული ნაკრებიდან მინიმუმ ნახევარი რომ გამოსულიყო და მხარდამჭერი პოსტები დაედო, გაგვიჭირდებოდა? არ ვკადრულობთ და დაანებეთ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია