პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, ერთი მილიონი ლარი გამოიყო

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თურქეთის რესპუბლიკაში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთი მილიონი ლარი გამოეყო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, გამოყოფილი თანხა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების, საკვების, ტანსაცმლის, სამედიცინო აღჭურვილობის და სხვა საჭიროებების შესყიდვას და თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირებას მოხმარდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – ამდენი ადამიანი არ გაუმწარებია არცერთ პატიმარს, რამდენიც გაამწარა სააკაშვილმა, პირობას ვდებ საზოგადოების წინაშე, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება გამორიცხულია

ცხრა ათასივე პატიმარი რაღაც დოზით, თუნდაც ყველაზე მძიმე პატიმრები, მათ შორის სააკაშვილი, შეიძლება, რაღაც დოზით …