პოლიტიკა

ირანის სულიერი ლიდერი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე მოსკოვისა და თეირანის გრძელვადიანი თანამშრომლობის ინიციატივით გამოვიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც დღეს, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტით იმყოფება, ქვეყნის სულიერ ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის შეხვდა.

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას, ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ოფიციალურ თეირანსა და მოსკოვს სჭირდებათ „სიფხიზლე დასავლური სიცრუის“ წინააღმდეგ და რუსულ-ირანული გრძელვადიანი თანამშრომლობის ინიციატივით გამოვიდა.

უკრაინის საკითხზე საუბრისას, ირანის სულიერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ „ომი სასტიკი და რთული მოვლენაა და ირანს არ ახარებს ის, რომ რიგითი ადამიანები ამით იტანჯებიან“.

რუსეთის პრეზიდენტის აღნიშნული ვიზიტი უკრაინაში დაწყებული რუსული აგრესიის შემდეგ არის პირველი ვიზიტი პოსტსაბჭოთა სივრცის ფარგლებს გარეთ.

ამასთან, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიის შემდეგ თეირანში ასევე გამართა პირველი პირისპირ შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნის, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რათა განეხილა შეთანხმება სირიის ჩრდილოეთში მიმდინარე პროცესებზე და შავი ზღვის უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია