პოლიტიკა

იტალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

იტალიის სამთავრობო კოლაიციის დაშლის შემდეგ პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი გადადგა. სააგეტო reuters-ი  წერს, რომ მარიო დრაგიმ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებით პრეზიდენტ სერჯიო მატარელას უკვე მიმართა.

როგორც პრეზიდენტის ოფისში აღნიშნავენ, პრეზიდენტმა ცნობად მიიღო პრემიერის გადადგომა და მარიო დრაგის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულება სთხოვა.

ამასთან, ჯერჯრობით უცნობია, შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებს იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა. მიმდინარე კვირის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სერჯიო მატარელა პარლამენტის დათხოვას და ოქტომბერში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას გეგმავს.

დღეს პრეზიდენტს პარლამენტის ორივე პალატის სპიკერებთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი. იტალიის მმართველი კოალიცია მას შემდეგ დაიშალა, რაც 20 ივლისს დრაგის ძირითადმა კოალიციურმა პარტნიორებმა არ მიიღეს მონაწილეობა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრაში, რაც მიუთითებს ხელისუფლებაში პოლიტიკურ განხეთქილებაზე, რომელიც უკვე 18 თვეა, მიმდინარეობს.

მარიო დრაგიმ გადადგომის შესახებ განცხადება გასულ კვირასაც დაწერა, მას შემდეგ, რაც მისმა ერთ-ერთმა პარტნიორმა – „5 ვარსკვლავის მოძრაობამ“ ენერგეტიკის საკითხზე კანონპროექტის კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა და ამით მთავრობის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თუმცა, იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მარიო დრაგის გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია