პოლიტიკა

კელი დეგნანი იმედგაცრუებულია

ცოტა იმედგაცრუებული დავრჩით, რომ გუშინდელმა ინციდენტმა გადაფარა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რაც იყო მართლაც არაჩვეულებრივი, ძალიან პოზიტიური, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

კელი დეგნანს კითხვა დაუსვევს გუშინ ამერიკის საელჩოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ელჩმა აღნიშნა: „ჩვენ ვსწავლობთ ამ ცნობებს, ამ ინფორმაციას. არ ვიცით, თუ დაიწყო რაიმე კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა ვიტყვით, რომ ძალადობა არის მიუღებელი და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში ვხედავთ რაღაც გარკვეულ ასეთ შემთხვევებს მედიის წინააღმდეგ. ასევე გვესმის და შეშფოთებული ვართ ცნობებით იმის შესახებ, რომ ძალადობას აქვს ადგილი რეგიონებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიმართ. ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ძალადობით ხდება ხელის შეშლა ადამიანის უფლებების, რაც გულისხმობს შეკრების თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას და ასე შემდეგ. გუშინ მართლაც არაჩვეულებრივი ღონისძიება გვქონდა და ძალიან პოზიტიური, სადაც შეიკრიბა ბევრი ქართველი. ჩვენ გვინდოდა, კიდევ ერთხელ წარმოგვეჩინა და ხაზი გაგვესვა, რათა მნიშვნელოვანია, როდესაც ქართველები ერთიანდებიან, ერთიანდებიან ისინი ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის და ცოტა იმედგაცრუებული დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი ღონისძიება, რაც იყო მართლაც არაჩვეულებრივი, ძალიან პოზიტიური, რომელსაც აღნიშნავდა ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს“

ასევე ნახეთ

კახა კალაძე – გუშინდელ თამაშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა თითქოს მარტივი და ყველა ქართველისთვის თვალსაჩინო რამ – ძალა ერთობაშია

გუშინდელ თამაშზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა თითქოს მარტივი და ყველა ქართველისთვის თვალსაჩინო რამ – ძალა ერთობაშია, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია