Breaking News

კობახიძე სამარცხვინოს უწოდებს იუკნევიჩიანეს ნათქვამს, რომ დეოლიგარქიზაცია დებიძინიზაციაა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რასა იუკნევიჩიანეს განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს – ევროპარლამენტარმა ევროპარლამენტში თქვა, რომ “დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციასდეივანიშვილიზაციას.

“ქალბატონი რასას განცხადება იყო უბრალოდ სამარცხვინო. მეორეც, მისი განცხადება ფაქტობრივად იმეორებს იმას, რაც ჩაიწერა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება განმარტებები. სიტყვების დამარცვლა კი არ არის საჭირო, საჭიროა ფაქტების მოყვანა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმართება ქვეყანა. არავითარი ფაქტები, არავითარი არგუმენტები, არის მხოლოდ დამარცვლული სიტყვები, მათი დამარცვლული სიტყვები საქართველოში არავის სჭირდება”. – თქვა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ტელეარხ იმედის ეთერში.

მისივე თქმით, ვერავინ ახსნა, “როგორ, რა ფორმით არის ჩართული ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში და როგორ შეიძლება ახერხებდეს გამოჩენის გარეშე მთელი სახელმწიფოს კონტროლს, რასაც ამტკიცებენ”.

“ეს რო ამტკიცო, არ ვიცი, რამდენად შეიძლება, ეს სერიოზულად ამტკიცოს ვინმემ, მაგრამ მაშინ აღიარონ, რომ ამ ადამიანს ხელს უწყობს ზებუნებრივი ძალები. არც ამას აღიარებენ და თან ჯიუტად იმეორებენ იმავეს”. – ამბობს კობახიძე.

Check Also

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია