პოლიტიკა

კონსერვატორების კენჭისყრის მესამე რაუნდი ბრიტანეთის პარლამენტში

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში კონსერვატორი დეპუტატების კენჭისყრის მესამე რაუნდის შედეგად, პარტიის თავმჯდომარეობის და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის ოთხი კანდიდატი დარჩა. ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.

ეს კანდიდატები არიან ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი, სავაჭრო პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პენი მორდონტი, საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი და სოციალური განვითარების ყოფილი მინისტრი კემი ბადენოხი.

ბოლო კენჭისყრის შედეგად, ყველაზე ნაკლები ხმა დააგროვა და პრემიერობისთვის რბოლას გამოეთიშა პარლამენტის წევრი და საგარეო საქმეთა სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარე ტომ ტუგენდჰათი.

კენჭისყრის მეოთხე ტური 19 ივლისს, მეხუთე კი – 20 ივლისს გაიმართება, რის შედეგადაც პრემიერ-მინისტრობის ორი კანდიდატი დარჩება. ამის შემდეგ დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრები მთელი ქვეყნიდან აირჩევენ ახალ ლიდერს.

კენჭისყრის საბოლოო შედეგი და ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი.

ასევე ნახეთ

ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაადასტურა, რომ მათ თანამშრომელს საქართველოში შესვლის უფლება არ მიეცა – საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოდიში მოიხადა

ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრი საიმონ ვანდერბრუკი, რომელიც საქართველოში 2024 წლის სექტემბრიდან მუშაობდა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია