პოლიტიკა

„ლელოს“ ლიდერები კიევში, უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და პოლიტსაბჭოს წევრებს შეხვდნენ

“ლელოს“ ლიდერები კიევში, მმართველი პარტიის „სლუგა ნაროდას” თავმჯდომარეს, ოლენა შულიაკს და პოლიტსაბჭოს წევრებს შეხვდნენ.

პარტია „ლელოს“ ინფორმაციით, შეხვედრა სახელისუფლებო პარტიის მთავარ ოფისში შედგა.

მათივე ცნობით, „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ, გენმდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ გეგელიამ კოლეგებს პირადად დაუფიქსირეს ქართველი ხალხის თანადგომა.

„ლელოს” ლიდერების ვიზიტი უკრაინაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ “ქართული ოცნებამ” და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინაში ვიზიტზე უარი თქვეს.

უკრაინის მმართველი პარტიის სათავო ოფისში შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს უკრაინა საქართველოს ურთიერთობებზე და თანამშრომლობის განვითარებაზე. საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე ორი მეგობარი ქვეყნის საერთო გამოწვევებს. მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს ომისშემდგომი უკრაინის რეკონსტრუქციის პროგრამაზე და ამ მიმართულებით დახმარებაზე. „ლელოს” ლიდერებმა მზაობა გამოთქვეს ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობაზე. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს ახალ “მარშალის გეგმაზე”, რომელსაც დასავლური სამყარო უკრაინას სთავაზობს. „მარშალის გეგმა – საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა“ პარტია „ლელოსაც“ აქვს დამუშავებული.

„ლელოს” დელეგაცია კიევში უკრაინული მხარის მიწვევით იმყოფება. მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია 24 თებერვალს დაესწრებიან რუსეთ – უკრაინის ომის დაწყების 1 წლისთავისადმი მიძღვნილ “რადას” საგანგებოს სხდომას. სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური დელეგაციები მთელი მსოფლიოდან.

„ლელოს” დელეგაციის წევრებს შეხვედრები აქვთ დაგეგმილი, როგორც უკრაინელ კოლეგებთან, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ

გიორგი ვაშაძე – მივმართავ საჯარო მოხელეებს, რაც არ უნდა დაგაშინონ და შეგაშინონ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით

ხელისუფლება კიდევ ერთ დიდ სისუსტეს აჩვენებს, როდესაც იძულებით ცდილობს საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოს თბილისში და აქცია …

ჩანთების ონლაინ მაღაზია