პოლიტიკა

ლიზ ტრასი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლებს

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა Daily Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის პრემიერმინისტრობის თანამდებობისთვის იბრძოლებს.

ლიზ ტრასმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ პოსტის დაკავების დღიდან პირველი რასაც გააკეთებს გადასახადების შემცირებაა.

“არჩევნებში ვიბრძოლებ, როგორც კონსერვატორი და ვმართავ ქვეყანას, როგორც კონსერვატორი”.– განაცხადა ლიზ ტრასმა.

6 ივლისს, Reuters წერდა, რომ ჯონსონის გადადგომის შემთხვევაში მის პოზიციაზე  რამდენიმე ადამიანი განიხილება, მათ შორის არიან: მოქმედი საგარეო საქმეთა მდივანი – ლიზ ტრასი, მოქმედი პარლამენტარი – ჯერემი ჰანტი და ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი – ბენ უოლასი.

ასევე ნახეთ

სუს-მა ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტზე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია