Breaking News

მამუკა მდინარაძე – დღევანდელი აქცია ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციის შესახებ

მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დღევანდელ აქციაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ოპოზიცია დეპოლარიზაციისკენ ევროპელი პარტნიორების მოწოდებას პირველივე წუთიდან არღვევს.

„პრაქტიკულად შეიძლება იდენტური ფრაზებით არ არის, მაგრამ დათქმები და ევროკომისიის რეკომენდაციები სამივე ქვეყნის მიმართ  არის იდენტური. ერთადერთი განმასხვავებელია მხოლოდ პირველი პუნქტი და ეს რომ მნიშვნელოვანი არ ყოფილიყო, პირველ პუნქტად არ ჩაითვლებოდა. ერთი აბსოლუტურად განსხვავებული პუნქტია, რაც სხვას არავის უწერია, არც მოლდოვას და არც უკრაინას – ეს არის დეპოლარიზაცია, ეს არის კონკრეტული მესიჯი. სხვათა შორის, ეს არის ერთადერთი პუნქტი, რომელიც რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ოპოზიციის გარეშე მას არაფერი გამოუვა. ეს ასევე იმის მანიშნებელია, რომ იმდენად შემაწუხებელია პოლარიზაციის ხარისხი საქართველოში, რომ ევროკომისიას თავის რეკომენდაციაში განსაკუთრებულად ხაზგასმა მოუწია, თანაც შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთება ახსენეს.

ძალიან სამწუხაროა, რომ ერთადერთი პუნქტი, რომლის მინიმუმ ნახევარი დამოკიდებულია ოპოზიციაზე, ირღვევა პირველივე წუთებიდან, ირღვევა დღევანდელი აქციის მოწოდებებიდან. ისინი ცდილობენ, რომ ქართული მოსახლეობის არჩეულ ხელისუფლებას დააბრალონ პრორუსულობა, ამაზე მეტი მავნებლობა, თან ამ ისტორიულ პროცესში არ არსებობს. ასე რომ ალაგებ 10 წელია და ვიღაცას აბრალებ პრორუსულობას, ამით ხომ შენს ქვეყანას აზიანებ? დგება მომენტები, როდესაც მართლა რაღაცას რომ აფუჭებდეს შენი ხელისუფლება, ამაზე უნდა დახუჭო თვალი და რაღაც მომენტში არ უნდა ილაპარაკო, ესენი კი მოგონილ ამბებზე აგებენ ისეთ ნარატივს, რომელიც ცალსახად, უტყუარად და უდავოდ დამაზიანებელია ამ ქვეყნისთვის და მისი ევროპული პერსპექტივისთვის“ – განაცხადა მდინარაძემ.

Check Also

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია