პოლიტიკა

მსოფლიოს დემოკრატიული კავშირი EU-ს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

მსოფლიო დემოკრატიული კავშირი (IDU) მოუწოდებს ევროკავშირისა და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ სანქციები დაუწესონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ ადამიანებს, მათ შორის მოსამართლეებსა და პროკურორებს.

IDU საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ნიკა გვარამია და ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანონ სამკურნალოდ.

კავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს ევროპულ მისწრაფებებს და  დაიწყოს ევროკომისიის გაწერილი დემოკრატიული რეფორმების განხორციელება.

მსოფლიოს დემოკრატიული კავშირი არის მემარჯვენე ცენტრისტული პოლიტიკური პარტიების საერთაშორისო ალიანსი, რომელიც 84 წევრს მოიცავს 65 ქვეყნიდან. IDU-სთან აფილირებულია 6 რეგიონული ორგანიზაციაც, მათ შორისაა ევროპის სახალხო პარტიაც (EPP).

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ეს მხოლოდ ომის დასასრული არ არის. ეს ტერორისა და სიკვდილის ეპოქის დასასრულია და რწმენის, იმედისა და ღმერთის ეპოქის დასაწყისი

სიბნელესა და ტყვეობაში გატარებული ორი საშინელი წლის შემდეგ 20 მამაცი მძევალი ოჯახებს უბრუნდება, კიდევ 28 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია