პოლიტიკა

ნატო-მ და ევროკავშირმა სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმეს

ევროკავშირმა და ნატო-მ სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმეს. დეკლარაციას ხელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოაწერეს.

„ახლახან მოვაწერეთ ხელი ევროკავშირ-ნატო-ს ერთობლივ დეკლარაციას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ეს  მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ნატო და ევროკავშირი უფრო დეტალურად შეათანხმებენ ქმედებებს რუსეთსა და ჩინეთთან მზარდი გეოსტრატეგიული კონკურენციის ფონზე, მათ შორის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში, კოსმოსის ათვისებაში, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში და უცხოეთიდან საინფორმაციო მანიპულაციების დაძლევაში.

„რუსეთისგან მომავალი საფრთხე ახლა ყველაზე აქტუალურია, თუმცა არა – ერთადერთი. ჩვენ ასევე ვხედავთ ჩინეთს, რომელიც თავისი ინტერესების სასარგებლოდ საერთაშორისო დღის წესრიგის შეცვლას ცდილობს. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ გამძლეობა და ამ ახალი დეკლარაციის ხელმოწერით ჩვენი პარტნიორობა გადაგვყავს ახალ დონეზე. ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინის მამაც ხალხს. გავაგრძელებთ ზეწოლას კრემლზე იმდენ ხანს, რამდენიც ეს საჭირო იქნება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანის თქმით, ამ დეკლარაციის ხელმოწერა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ნატო კოლექტიური თავდაცვის ფუნდამენტად რჩება.

ასევე ნახეთ

ვიქტორ ორბანი – ირაკლი კობახიძე არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა – გამოწვევების მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება, ეს ნამდვილადაა გროსმაისტერის უნარი

ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია