პოლიტიკა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრების ვიზიტი საქართველოში

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტისა და სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრები თბილისში იმყოფებიან. ისინი დღეს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს შეხვდებიან.

სამ დღიანი ვიზიტის ფარგლებში კომიტეტის წევრები შეხვედრებს გამართავენ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში, ასევე დაზვერვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებთან.

საუბარი შეეხება ქვეყნის მთავარ გამოწვევებს, ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებს და ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

ასევე ნახეთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია