პოლიტიკა
FILE - State Department spokesperson Ned Price speaks during a briefing at the State Department in Washington, Nov. 2, 2022. The United States and Russia will soon hold talks on resuming suspended nuclear arms control inspections that had been put on hold during the COVID-19 pandemic and languished after Russia’s invasion of Ukraine, the State Department said Tuesday, Nov. 8. Price said negotiations on the inspections would take place “in the near future” under the terms of the New START treaty and would not include any discussion of the conflict in Ukraine. (AP Photo/Susan Walsh, File)

ნედ პრაისი „ხალხის ძალის“ მიერ ინცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა

„უცხოური გავლენის აგენტების შესახებ „პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს ამერიკის შეერთებული შტატები.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ნედ პრაისი ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე კვლავ შეეხო ამ საკითხს და აღნიშნა, რომ ქართული კანონპროექტები აშშ-ის კანონმდებლობისგან განსხვავდება.

„შეშფოთებული ვრჩებით „უცხოური აგენტის შესახებ“ კანონპროექტის გამო. კერძოდ იმის გამო, რომ ის მოახდენს დამოუკიდებელი ხმებისა და საქართველოს მოქალაქეების სტიგმატიზაციასა და დადუმებას, რომლებიც ცდილობენ ააშენონ უკეთესი ქვეყანა მათი თანამოქალაქეებისა და საზოგადოებისთვის. ღრმად ვართ შეშფოთებული ამ კანონის პოტენციური შედეგებით სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის საქართველოში. ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონპროექტს, იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის პოტენციურად საფრთხის ქვეშ დაყენებაზე. ამასთანავე გეტყვით, რომ უახლოეს ხანში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მომუშავე წარმომადგენლის ვიზიტი ნამდვილად მოსალოდნელია რეგიონში. მთავარი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონო მომავალ კვირაში ჩავა რეგიონში. ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი. ის ეწვევა სამივე ქვეყანას სამხრეთ კავკასიაში. ლუის ბონო აპირებს, შეხვდეს ლიდერებს, რომ მხარი დაუჭიროს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს და ჩვენს მდგრად ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, – განაცხადა პრაისმა.

ასევე ნახეთ

გიორგი ვაშაძე – მივმართავ საჯარო მოხელეებს, რაც არ უნდა დაგაშინონ და შეგაშინონ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით

ხელისუფლება კიდევ ერთ დიდ სისუსტეს აჩვენებს, როდესაც იძულებით ცდილობს საჯარო მოხელეები ჩამოიყვანოს თბილისში და აქცია …

ჩანთების ონლაინ მაღაზია