პოლიტიკა

ოპოზიცია ქვეყნის მთავარ პრობლემად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს

პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში და ქვეყნის მთავარ პრობლემად დასახელებული ბიძინა ივანიშვილი.

გთავაზობთ ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს:

”მინდა დავასახელო ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დღეს საქართველოშია და ამ პრობლემის სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი, ივანიშვილი და კიდევ ერთხელ ივანიშვილი!” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ანა წითლიძე ფიქრობს, რომ ”ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი დეოლიგარქიზაციის და დებიძინიზაციის გარეშე.”  მისივე განმარტებით, ”ეს არის, რაც უნდა შეძლოს ქართველმა ხალხმა, ამისთვის ჩვენ გვჭირდება ორი რამ – პროდასავლური ოპოზიციის და ქართველი ხალხის ერთობა. მშვიდობიანი საპროტესტო მუხტი, ეს არის ის, რისიც ეშინია ამ ხელისუფლებას.”

პარტია “მოქალაქეების” დეპუტატის ალეკო ელისაშვილის შეფასებით, დეოლიგარქიზაცია აუცილებელია იმისთვის, რომ ”ქვეყანა გაუკუღმართებულად არ იმართებოდეს.” როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, „ერთი-ორი მდიდარი კაცის საპამპულაო არასდროს უნდა იყოს ეს სახელმწიფო“.

 

ასევე ნახეთ

ხატია დეკანოიძე – ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა

ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია