პოლიტიკა

პარტია „მოქალაქეები“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის – „სოციალისტების, დემოკრატების და მწვანეების“ წევრი გახდა

პარტია „მოქალაქეები“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის – „სოციალისტების, დემოკრატების და მწვანეების“ წევრი გახდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს ლევან იოსელიანმა განუცხადა.

მოქალაქეების წევრობის საკითხი დღის წესრიგში დამტკიცდა სტრასბურგში, მიმდინარე სასესიო კვირის დასაწყისში, პოლიტიკური ჯგუფის ბიუროზე. საკითხი ევროპული პოლიტიკური ჯგუფის მიერ ხმათა უმრავლესობით იქნება მხარდაჭერილი.

პროცესს წინ უძღოდა ექვსთვიანი მოლაპარაკებები და მოსამზადებელი პროცესები.

პოლიტიკური ჯგუფი ამჟამად სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უმრავლესობაშია, 165 მანდატით.

ასევე ნახეთ

ალეკო ელისაშვილი კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის მიზეზით დააკავეს

ალეკო ელისაშვილი დაამავედ. როგორც შსს-ში აცხადებენ, პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...