Breaking News

პრეზიდენტი მოქალაქეებს, ხელისუფლებას, პოლიტიკურ წრეებსა და დიპლომატებს რიყეზე იწვევს

სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს, ხელისუფლებას, პოლიტიკურ წრეებსა და დიპლომატებს 16 ივნისს ევროპის მოედანზე ევროპული კურსის მხარდაჭერისადმი ერთიანობის აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდა. საქართველოს პრეზიდენტმა ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ერთიანობა – სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ გთავაზობთ 16 ივნისს შევიკრიბოთ რიყეზე, ევროპის მოედანზე. დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება. ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა, მე, თქვენ და ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წევრები, ხელისუფლების წარმომადგენლები – მაგრამ ყველა მოვა როგორც რიგითი მოქალაქე. იქ არც განცხადებები იქნება და არც პლაკატები. ჩვენ გვინდა ევროპა ჩვენი შვილებისთვის და შემდეგი თაობებისთვის. ევროპაში წასვლა კი არ გვინდა, არამედ ჩვენ გვინდა აქ ის ევროპული ღირებულებები, რომელიც გვჭირდება და ჩვენთვის მისაღებია. შევიკრიბოთ 16 ივნისს 19:00 საათზე, ერთი საათით. მინდა მოვუწოდო ევროკავშირის ელჩს, მოვიდეს ჩვენთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც შემოგვიერთდნენ. ვთხოვ ყველა პარტიას და ხელისუფლებას, ვისაც გაცხადებული აქვს ევროპელობა მიზნად, მოვიდნენ და გადადონ გვერდზე ყველა სხვა ლოზუნგი და დაპირისპირება – ერთად დავდგეთ მიკროფონების გარეშე. მივმართავ სამართალდამცველებს – მიღებული იყოს ყველანაირი უსაფრთხოების ზომები, რათა გამოირიცხოს ექსცესები“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

Check Also

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია