პოლიტიკა

რა თქვა შარლ მიშელმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გუშინ მოლდოვის პრეზიდენტს შეხვდა.

მხარეებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განიხილეს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.

  • შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე ევროკავშირი გადაწყვეტილებას წლის ბოლოს მიიღებს.

შარლ მიშელის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე თვეში არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გახდება ცნობილი.

  • “ევროკომისიამ უნდა გამოაქვეყნოს უახლესი ანგარიში მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის სამომავლო ევროპულ პერსპექტივაზე”, — აღნიშნა მიშელმა.
  • მან ასევე განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები ანგარიშების საფუძველზე მიიღება და იმედოვნებს, რომ დადებითი იქნება.

ასევე ნახეთ

“ქართული ოცნება” მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს ქმნის

 „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, „ოცნების“ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „ოცნების“ პარლამენტში დაინიციირდეს კანონპროექტი, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია