პოლიტიკა

რატომ ვერ განიხილება რიგგარეშე სესიაზე ოპოზიციის მიერ დასახელებული ოთხი საკითხი, რომელსაც საკომიტეტო მოსმენებიც არ გაუვლია. შალვა პაპუაშვილის განმარტება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ბიუროს სხდომაზე, ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც რიგგარეშე სხდომაზე ოთხი საკითხის განხილვას ითხოვს, განუმარტა, რომ სხდომაზე ვერ განიხილება ისეთი საკითხები, რომლებიც, რეგლამენტის თანახმად, ჯერ კომიტეტებში არ არის განხილული.

„იმისთვის, რომ რიგგარეშე სესია გაიხსნას, საჭიროა, ჩატარდეს პლენარული სხდომა. ამავე დროს, რიგგარეშე სხდომისთვის, დღის წესრიგის საკითხები განსახილველი არ გვაქვს, ვინაიდან იმ ოთხ საკითხს, რომელიც თქვენ [ოპოზიციის ნაწილმა] დაასახელეთ, ბიურო დღის წესრიგში ვერ შეიტანს, რადგან საკომიტეტო განხილვები და, შესაბამისად, წამყვანი კომიტეტების დასკვნები არ არსებობს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა პუნქტობრივად განიხილა ოპოზიციის მიერ დღის წესრიგად დასახელებული საკითხები და განმარტა, რომელი საკითხი რის გამო ვერ განიხილება რიგგარეშე სესიაზე.

პირველია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საერთოდ არ შედის 12 პუნქტის საკითხებში, საერთოდ არ ეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის საკითხს. მეორე საკითხი, რომელიც საერთო სასამართლოებს ეხება, 12 პუნქტს ეწინააღმდეგება, ვინაიდან ის გულისხმობს, მაგალითად, იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის გადავადებას. არადა, პირიქით, 12-პუნქტიან რეკომენდაციებში, ევროკომისია გვთხოვს, რომ არამოსამართლე წევრები ავირჩიოთ. მესამე საკითხი, საერთო სასამართლოების შესახებ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ვინაიდან უვადოდ დანიშნული მოსამართლეების გათავისუფლების მექანიზმის შემოღებას ითვალისწინებს. ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მეოთხე საკითხი, რომელიც ანტიკორუფციულ თემებს ეხება და დიდი პაკეტია, იმდენად მოცულობითი საკითხია, ჯერ კომიტეტშიც არ არის განხილული. მართალია, ეს 12 პუნქტის საკითხია, მაგრამ სწორედ ესაა ის საკითხი, რომელშიც თანამშრომლობაა საჭირო. საერთო ჯამში, ეს ყველაფერი 12 რეკომენდაციის მთავარ ნაწილს ეწინააღმდეგება – რომ პროცესი ინკლუზიური და თანხმობისკენ მიმართული იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ – ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია