პოლიტიკა

რუსეთის პატრიარქმა წერილში ილია II-ის ტიტულში ბიჭვინთის მიტროპოლიტის წოდება არ ახსენა

რუსეთის პატრიარქმა კირილმა ილია II-ს სინოდის წევრის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა, შესაბამის წერილში კი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული სრულად არ გადმოსცა. 

კერძოდ, მან არ ახსენა ბიჭვინთა. 

2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულატურა შემდეგნაირად განისაზღვრა: უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.

რუსეთის პატრიარაქის წერილში კი ნათქვამია: უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

კასპისა და სამთავროს ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით პატრიარქმა კირილმა სამძიმარი 1-ლ აგვსიტოს გამოგზავნა. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში კირილის დამამცირებელი მიმართვისთვის ჯერაც არ უპასუხიათ. 

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მოსკოვის პატრიარქი ილია მეორეს სრული ტიტულით არ მოიხსენიებს. ასე მოხდა 2018 და 2013 წლებში, როცა კირილმა ილია II-ს 80 და 85 წლის იუბილეები მიულოცა, თუმცა, მოსკოვის პატრიარქი მაშინ მხოლოდ უწმინდეს და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ამბობდა, ამჯერად კი მან ბიჭვინთა ხაზგასმით არ ახსენა. 

2022 წლის იანვარში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მთავრობასა და რუსეთს შორის საიდუმლო ვითარებაში გაფორმდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც,  სამთავრობო აგარაკი “ბიჭვინთა” რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია