პოლიტიკა

რუსეთმა დიდ ბრიტანეთში პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს სანქციები დაუწესა

რუსეთმა დიდ ბრიტანეთში 39 პოლიტიკოსს, ბიზნესმენსა და ჟურნალისტს, მათ შორის, ყოფილ პრემიერმინისტრ დევიდ კამერონს სანქციები დაუწესა.

სიაში ასევე შედიან პარლამენტარები და ოფიციალური პირები ინგლისიდან, ასევე Times, Guardian, Daily Telegraph, Economist, Sun, BBC, ITV და Sky News-ის ჟურნალისტები.

“როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, დიდი ბრიტანეთის მავნე ქმედებებზე რუსოფობიის დასანერგად, ჩვენი ქვეყნის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებასა და კიევის ნეონაცისტური რეჟიმის მხარდაჭერაზე მიიღებენ ადეკვატურ და გადამწყვეტ პასუხს რუსული მხარისგან. არჩევანი კონფრონტაციის სასარგებლოდ – ეს ბრიტანეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის შეგნებული გადაწყვეტილებაა, რომელზეც იქნება მთელი პასუხისმგებლობა შედეგებზე”- აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ასევე ნახეთ

შსს – მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უწყების შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია