პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. საქართველოს პრეზიდენტს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ცერემონიით დახვდნენ.

მასთან შესახვედრად მივიდნენ: ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცლერი აგილა ბარჯიენე, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ​ანდრიუს კალინდრა, ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სალომე შაფაქიძე და სამხედრო ატაშე ირაკლი უჩაძე.

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხვალ ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები ლიეტუვის პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან, პრემიერ-მინისტრთან, ინგრიდა შიმონიტესთან, სეიმის თავმჯდომარესთან, ვიქტორია ჩმილიტე-ნიელსენისთან.

საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტები გამართული შეხვედრების შემდეგ მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. საქართველოს პრეზიდენტი და ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედი ეწვევიან უკრაინის ომის პერიოდში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის გახსნილ „უკრაინულ ცენტრს“.

ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, სალომე შაფაქიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ის ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.

„წლის ბოლოსკენ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თითოეული მისი წევრის და ლიეტუვის მხარდაჭერაც. ასევე, მნიშვნელოვანია ვიზიტი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის კუთხითაც, რადგან სწორედ რომ ნატო-ს სამიტის მოსამზადებელ პერიოდში ვიმყოფებით და სამიტი სწორედ ლიეტუვაში, ქალაქ ვილნიუსში მიმდინარე წლის 11-12 ივლისს გაიმართება“, – აღნიშნა საქართველოს ელჩმა სალომე შაფაქიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

ასევე ნახეთ

ვიოლა ფონ კრამონი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის სამიზნე, ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც მხარს უჭერდნენ არჩევნების დაკვირვებას, აპროტესტებდნენ დარღვევებს და ა.შ.

ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ საქართველოში გამჭვირვალე არჩევნებსა და მის გარშემო სამართლებრივ ჩარჩოზე, თუმცა ეს იოლი არაა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია