პოლიტიკა

საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაცია

დეპოლარიზაცია, საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია გარემო – ასე გამოიყურება საშინაო დავალების ნაწილი, რომელიც ევროკომისიამ რეკომენდაციების სახით 12 პუნქტად გასცა. მის შესასრულებლად საქართველოს ვადა წლის ბოლომდე აქცს.

ორ გვერდიან დოკუმენტში გზავნილები მკაფიოდაა გაწერილი.

როგორ აპირებენ მხარეები რეკომენდაციების შესრულებას – მმართველი გუნდი კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ოპონენტების მხრიდან ულტიმატუმებით საუბარი და მთავრობის გადაყენების მოთხოვნა პროცესს წინ ვერ წასწევს. რაც შეეხება ოპოზიციურ სპექტრს, აქ აცხადებენ, რომ ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილება ხელიდან გაშვებული ისტორიული შანსია და ხელისუფლებამ პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს.

ევროკომისია რეკომენდაციების შესრულებას თვალს 2022 წლის განმავლობაში მიადევნებს და წლის ბოლოს მათ შესახებ ხელახალ დასკვნას მოამზადებს.

ასევე ნახეთ

ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაადასტურა, რომ მათ თანამშრომელს საქართველოში შესვლის უფლება არ მიეცა – საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოდიში მოიხადა

ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრი საიმონ ვანდერბრუკი, რომელიც საქართველოში 2024 წლის სექტემბრიდან მუშაობდა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია