პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, იაპონიის დედაქალაქში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დაიწყო

იაპონიის დედაქალაქში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დაიწყო. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.

ვიზიტის ფარგლებში, დღის მანძილზე, შეხვედრები გაიმართება იაპონიის წარმომადგენელთა პალატასა და ქვედა პალატის ხელმძღვანელებთან.

„შეხვედრები, რომლებიც დღეს, იაპონიის წარმომადგენლობით პალატაში იმართება, რამდენიმე მიზანს ემსახურება. პირველ რიგში, ეს არის საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი იქნება დეოკუპაციის პოლიტიკის მხარდაჭერა, რომელიც წლების განმავლობაში, იაპონელი კოლეგებისგან ისედაც მხარდაჭერილია, თუმცა ამ თვალსაზრისით ძალისხმევის მომატება მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, საუბარი იქნება ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ტურიზმზე, სპორტზე, ასევე განათლების სფეროში თანამშრომლობაზე, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ასევე მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, საუბარი იქნება რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებასა და იმ გამოწვევებზე, რაც ჩვენს რეგიონს და მათ შორის, ჩვენს ქვეყანას აქვს“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

ასევე ნახეთ

ალეკო ელისაშვილი კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის მიზეზით დააკავეს

ალეკო ელისაშვილი დაამავედ. როგორც შსს-ში აცხადებენ, პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...