პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის დიდი კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის დიდი კომიტეტის თავმჯდომარეს, სატუ ჰასის და კომიტეტის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს კომიტეტებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრა და ყურადღება ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

სატუ ჰასიმ პაპუაშვილს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა დაუდასტურა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციაში დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო შედიან.

ასევე ნახეთ

ალეკო ელისაშვილი კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის მიზეზით დააკავეს

ალეკო ელისაშვილი დაამავედ. როგორც შსს-ში აცხადებენ, პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს დილით, გამთენიისას, თბილისის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...