პოლიტიკა

შარლ მიშელი – დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსს მივცემთ უკრაინას, მოლდოვას და გამოვხატავთ ძლიერ ევროპულ პერსპექტივას უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის

დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივცემთ კანდიდატის სტატუსს უკრაინას, მოლდოვას და გამოვხატავთ ცხად, ძლიერ ევროპულ პერსპექტივას უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან. როგორც შარლ მიშელი ამბობს, ძლიერი პოლიტიკური ნება არსებობს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებით პროცესის გამოცოცხლებისთვის.

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართება, რომელზეც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. 

ასევე ნახეთ

ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაადასტურა, რომ მათ თანამშრომელს საქართველოში შესვლის უფლება არ მიეცა – საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოდიში მოიხადა

ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრი საიმონ ვანდერბრუკი, რომელიც საქართველოში 2024 წლის სექტემბრიდან მუშაობდა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია