პოლიტიკა

სირცხვილია: ქართველი ხალხი პრინციპულად დაიცავს ევროპულ არჩევანს, ვიცით რა ეღობება ამას წინ

მოძრაობა სირცხვილია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო საკუთარ ევროპულ არჩევანს და მომავალს დაიცავს. მათი თქმით, ქართველმა ხალხმა იცის, რაც ეღობება ევროპულ პერსპექტივას წინ – ეს ევროკომისიის რეკომენდაციაშია გაწერილი.

მოძრაობამ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მოძრაობა სირცხვილია მოქალაქეებს მოუწოდებს ხვალ პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.

სირცხვილიას განცხადება:

“ძვირფასო უკრაინელებო და მოლდოველებო, დღეს თქვენთვის, ჩვენთვის და ევროპისთვის ისტორიული დღეა. ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე დავიწყეთ ევროპის კავშირისკენ სწრაფვა, დღევანდელ დღემდე მოსასვლელი გზა გრძელი და სირთულეებით აღსავსე იყო. თუმცა დღეს თქვენ ახალი ევროპის დღის წესრიგს ცვლით, თამამად მიაბიჯებთ უფრო ახლოს ევროპის კავშირთან. ჩვენ ენით აუწერლად გვიხარია თქვენი წარმატება და ვართ ამაყები, რომ დღეს თქვენ ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი მოგენიჭათ.

მადლობელი ვართ ამ რთულ გზაზე თქვენი მხარდაჭერისთვისა და თანამშრომლობისთვის.

მადლობელი ვართ ყველა ევროპის კავშირის ინსტიტუტის ლიდერის, რომელმაც დაუღალავი შრომა ჩადო საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ ინტეგრაციაში გადადგმულ ნაბიჯებში.

ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ უპირობო მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი. გვსურს დაგიბრუნოთ მადლობა და ხაზგასმით გავიმეოროთ, რომ ქართველი ხალხი პრინციპულად დაიცავს ევროპულ არჩევანს და მომავალს. ჩვენ ვიცით რა ეღობება მას წინ, ეს ევროპულმა კომისიამაც ხაზგასმით ჩაგვიწერა რეკომენდაციაში — საქართველოში უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია და ზედმიწევნით შესრულდეს ევროპული კომისიის პუნქტები.

ქართველი ხალხის არჩევანი არის ურყევი, ერთიანი და პრინციპული.

საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, გახდება ევროკავშირის წევრი.

გელოდებით ხვალ, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ”

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია