ოპოზიციის ნაწილმა, კერძოდ კი სამმა პარტიამ: ”ნაციონალურმა მოძრაობამ”, ”სტრატეგია აღმაშენებელმა” და ”ლელომ” ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად საკუთარი დღის წესრიგი შექმნა. მმართველი გუნდის ოპონენტებმა პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების პარალელურად, ალტერნატიული სამუშაო ჯგუფი შექმნეს და საკუთარ გეგმას მიჰყვებიან. საკანონმდებლო ორგანოში უკვე არსებულ და მოქმედ სამუშაო ჯგუფებში კი არ ერთვებიან, სადაც პუნქტრობრივად, თორმეტივე რეკომენდაციის შესასრულებლად მიმდინარეობს მუშაობა.
ამ წუთებში სამი საპარლამენტო ოპოზიციური გაერთიანების: „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდებიან. შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე მიმდინარეობს.
დღესვე მართლმსაჯულების საკითხებზე და ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფები შეიკრიბება.