ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი სხვა დროს უნდა გადაწყდეს, ხოლო ახლა უფრო აქტუალურია რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად უკრაინის მხარდაჭერა.
„აშშ ათწლეულების განმავლობაში მკაფიოდ აცხადებდა, რომ მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას. ნატოში გაწევრიანების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება ალიანსის 30 წევრსა და მასში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას შორის. ახლა, ჩვენი აზრით, საუკეთესო გზაა უკრაინის პრაქტიკული მხარდაჭერა, ხოლო ბრიუსელში მიმდინარე პროცესი სხვა დროს უნდა განიხილებოდეს“, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მხარს უჭერს ალიანსის ტრადიციულ პროცესს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი შეაქვს.