პოლიტიკა

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის

ევროპა მზად უნდა იყოს რუსეთიდან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, გაზის რეალური ავარიის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს მოხმარების შემცირება.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირებისთვის არაადეკვატურმა მომზადებამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური პროდუქციის კლება საშუალოდ 0,9-დან 1.5 პროცენტამდე.

„ამავდროულად, რუსეთი მხოლოდ ნაწილობრივ ან საერთოდ არ აწვდის გაზს თორმეტ წევრ ქვეყანას. ამიტომ ევროპა მზად უნდა იყოს ყველაზე უარესი სცენარისთვის: გაზის მიწოდების სრული შეჩერებისთვის, ადრე თუ გვიან“ – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა იმ ქვეყნებს, რომლებიც ნაკლებად არიან დამოკიდებულნი რუსული გაზის მიწოდებაზე, მონაწილეობა მიიღონ დაზოგვის პროცესში.

ასევე ნახეთ

ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს – ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი დავიცვათ

უკრაინაში ჰოლოდომორის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს – “სოლიდარობას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია