პოლიტიკა

ვატო წერეთელი პროკურატურაში დაიბარეს

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ვატო წერეთელი პროკურატურაში დღეს, 18:00 საათზე მივა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, “ქართული ოცნების” სხვა წევრები.

თავად ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

ასევე ნახეთ

ევროკავშირის წარმომადგენლობამ დაადასტურა, რომ მათ თანამშრომელს საქართველოში შესვლის უფლება არ მიეცა – საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოდიში მოიხადა

ევროკავშირის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ ევროკავშირის დელეგაციის წევრი საიმონ ვანდერბრუკი, რომელიც საქართველოში 2024 წლის სექტემბრიდან მუშაობდა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია