პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი – გვესმის, რომ ვერ შევალთ ნატო-ში, ვიდრე ომი გრძელდება, თუმცა ომის დროს ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ მკაფიო სიგნალი, რომ ომის შემდეგ ვიქნებით ნატო-ში

გვესმის, რომ ვერ შევალთ ნატო-ში, ვიდრე ომი გრძელდება, თუმცა ომის დროს ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ მკაფიო სიგნალი, რომ ომის შემდეგ ვიქნებით ნატო-ში – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ასევე აღნიშნა ისიც, რომ იმედოვნებს ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეებისგან ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივის მკაფიო სიგნალს მიიღებს.

ამის შესახებ ზელენსკიმ ნიდერლანდებისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინას სურს, ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე პარტნიორებისგან მოისმინოს უფრო მეტი, ვიდრე განცხადებები „ალიანსის ღია კარის“ შესახებ.

„ჩვენ რეალისტები ვართ, გვესმის, რომ ვერ შევალთ ნატო-ში, ვიდრე ომი გრძელდება, თუმცა უკვე ომის დროს ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ მკაფიო სიგნალი იმის შესახებ, რომ ომის შემდეგ ჩვენ ვიქნებით ნატო-ში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე საუბრისას, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ აღნიშნა, რომ უკრაინა ევროატლანტიკური ოჯახი ნაწილია და ის გახდება ნატო-ს წევრი.

„რაც შეეხება ნიდერლანდებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ამბიციებს ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით. ახლა ვმუშაობთ, რომ ვილნიუსის სამიტზე ჩვენ გადავდგათ ნაბიჯი წინ და არ დავუბრუნდეთ ფორმულირებებს, რომლებიც იყო ბუქარესტის სამიტზე, რომ იყოს მკაფიო ნაბიჯი. რა კონკრეტული ნაბიჯი იქნება ეს, განხილული იქნება მომავალი 4-6 კვირის განმავლობაში“, – აღნიშნა რუტემ.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია