პოლიტიკა

ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გან­აცხადა, მსოფლიოს ყველა ლიდერის მაგიდაზე იქნება სანქციები ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, ვინც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­მა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გან­აცხადა, მსოფლიოს ყველა ლიდერის მაგიდაზე იქნება სანქციები ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, ვინც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. “რუსეთმა უნდა წააგოს, სამყაროს სხვა მიზანი არ შეიძლება, ჰქონდეს,” – განაცხასა ზელენსკიმ.

მისი თქმით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის ჯგუფ­მა, ან­დრეი ერ­მა­კი­სა და მა­იკლ მა­კ­ფო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, წა­რად­გი­ნა დო­კუ­მენ­ტი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბის შე­სა­ხებ. ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ისიც აღნიშნა, რომ სან­ქცი­ე­ბის პირ­ვე­ლი გეგ­მა 70%-ზე მე­ტით შეს­რულ­და.

“ასე რომ, ახლა ჩვენ წარ­მო­ვად­გი­ნეთ ის სფე­რო­ე­ბი, რომ­ლებ­შიც სან­ქცი­ე­ბის ზე­წო­ლა შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დეს და გზე­ბი, რათა უზ­რუნ­ველ­ვყოთ მსოფ­ლი­ო­ში უფრო მეტი სტა­ბი­ლუ­რო­ბა, გლო­ბა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­დან ყვე­ლა დესტრუქ­ცი­უ­ლი რუსი აქ­ტო­რის, ყვე­ლა მათ­გა­ნის, ვინც ომის­თვის მუ­შა­ობს, სრუ­ლი გა­მო­რი­ცხვით.

სან­ქცი­ე­ბის შე­სა­ხებ ეს დო­კუ­მენ­ტი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა წამ­ყვა­ნი ლი­დე­რის – პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და ბიზ­ნეს ლი­დე­რის მა­გი­და­ზე იქ­ნე­ბა. სან­ქცი­ე­ბი რუ­სე­თის ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის სექ­ტო­რის წი­ნა­აღ­მდეგ, ბირ­თვუ­ლი ინ­დუსტრი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, ვინც რუ­სეთს უკვე და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის გვერ­დის ავ­ლა­ში ეხ­მა­რე­ბა. ეს არის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი წეს­რი­გის აუ­ცი­ლე­ბე­ლი თავ­დაც­ვა“, – აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, ჩატრდა შტაბის მორიგი სხდომაც, სადაც განიხილეს მიმდინარე საბრძოლო ოპერაციები. ჩატარდა შეხვედრა უკრაინის ეკონომიკურად აღდგენის შესახებაც.

„გუნდის წევრებმა წარადგინეს დღევანდელი და ომის შემდგომი ეკონომიკური სტრატეგია. უკვე ნათელია, რომ ჩვენი გამარჯვება მოგვცემს უნარს, ვიყოთ უსაფრთხოების რეალური პროვაიდერი ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. უსაფრთხოების ახალი სტანდარტები, რომლებსაც ჩვენ დავნერგავთ ჩვენს ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკაში, ლოჯისტიკაში, სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროებში, შესაძლოა, გაფართოვდეს მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც. იგივე ეხება უკრაინის თავდაცვის სისტემებს. ჩვენი იარაღი და ხალხის გამოცდილება, რომელიც მათ მიიღეს რუსულ ტერორთან დაპირისპირებისას, ეს ყველაფერი იმუშავებს გლობალური მშვიდობისთვის, რათა არავინ გაიმეოროს რუსეთის დანაშაული. დიდება თითოეულ ჩვენ მეომარს, რომელიც ახლა ბრძოლაშია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე ნახეთ

ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ჯოზეფ ბორელს lსაქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია