პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი – საბჭოთა კავშირის აღდგენა – ეს არის ვლადიმერ პუტინის ცხოვრების მიზანი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთის აგრესიის შემდეგი პოტენციური სამიზნე, შესაძლოა, ბელარუსი გახდეს, რადგამაც ვლადიმერ პუტინის მიზანი საბჭოთა კავშირის აღდგენაა.

„საბჭოთა კავშირის აღდგენა – ეს არის მისი ცხოვრების მიზანი. ვინაიდან დიპლომატიური გზით ამის მიღწევა შეუძლებელია, ყველანაირი მუქარა სცადა და ენერგორესურსები იარაღად გადაექცია. ეს არ გამოუვიდა. ამის შემდეგ გადაწყვიტა, ღია აგრესორი გამხდარიყო“, – განაცხადა ზელენსკიმ სამხრეთ კორეულ გამოცემა Chosun-თან მიცემულ ინტერვიუში.

ზელენსკის თქმით, სრულმასშტაბიან შეჭრამდე დიდი ხნის განმავლობაში პუტინი უკრაინის ხელმძღვანელობასთან სატელეფონო საუბარსაც კი ერიდებოდა.

„მხოლოდ ერთი მიზეზი არსებობს – იმიტომ, რომ მას არაფერი აქვს სათქმელი. პუტინმა კარგად იცის, რომ მისი სურვილი, ძალის გამოყენებით დაიპყროს უკრაინა, აშკარაა. რაზე შეიძლება მელაპარაკოს? პუტინს მხოლოდ ომით უკრაინაში შეჭრა და უკრაინელების განადგურება სურს. პუტინის შემდეგი მიზანი ბელარუსია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია