პოლიტიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე სასამართლო გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

დაცვის მხარე გოგაშვილის 50 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს, ბრალდების მხარე კი – პატიმრობას.

პროკურორი მაია სილაგაძის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე სხდომის დახურვასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებს, ვინაიდან წარდგენილი მასალები გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტებს და პერსონალურ მონაცემებს შეიცავს.

,,ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ მის მიმართ გამოყენებული იყოს პატიმრობა. გარდა ამისა, ბრალდების მხარე სასამართლო პროცესზე დააყენებს შუამდგომლობას სხდომის დახურვასთან დაკავშირებით, ვინაიდან წარდგენილი მასალები შეიცავს გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტებს და პერსონალურ მონაცემებს”, – აღნიშნა პროკურორმა.

ფოტო: ipn.ge

ასევე ნახეთ

ვარკეთილში სატვირთო მანქანის დაჯახების შედეგად 1 პირი გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა ვარკეთილში- ქალს სატვირთო მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც პირი ადგილზე გარდაიცვალა. შსს ცნობით, გამოძიება …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...