პოლიტიკა

მკვლელობა ფონიჭალაში

თბილისში, ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შვილმა დედა დაჭრა, მასთან ერთად მყოფი მამაკაცი კი მოკლა.

პირი, რომელმაც სავარაუდოდ, აღნიშნული დანაშული ჩაიდინა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები, ადგილზე კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დაჭრილი ქალი კლინიკაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე 19-109-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

ასევე ნახეთ

სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 8986.8660 ბიტკოინის გადახდა დააკისრა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 8986.8660 ბიტკოინის გადახდა დააკისრა, რაც $850 მილიონზე მეტია. ბიტკოინების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია