პოლიტიკა

შსს-მ ცხვარიჭამიაში მკვლელობის ფაქტზე შვიდი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში მკვლელობის ფაქტზე შვიდი პირია დაკავებული.

მათივე ცნობით, დაკავებულები არიან პირები, რომლებიც გუშინ ცხვარიჭამიაში დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ.

მკვლელობა ცხვარიჭამიაში მოხდა, სადაც ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. მოკლულია 20 წლის ახალგაზრდა, რომელსაც სავარაუდოდ გულის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გუშინ გვიან ღამით არაერთი პირი დაკითხეს. დაკავებულები ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.

ასევე ნახეთ

გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. შესაბამისი განცხადება გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ პროკურატურაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...