პოლიტიკა

პროკურატურა სასამართლო პროცესის “ვივამედში“ ჩატარებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებს

მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა პროცესის “ვივამედში“ ჩატარებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებს. აღნიშნულის შესახებ ვეფხვაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი, რომელიც საზღვრის კვეთას ეხება, დღეს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება. გასულ სხდომაზე იყო მსჯელობა გასვლით სხდომასთან დაკავშირებით, რადგან ვერ ხერხდება ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა. ბრალდების მხარე დღევანდელ სხდომაზე დააყენებს შუამდგომლობას გასვლით სხდომასთან დაკავშირებით, რომ „ვივამედში“ ჩატარდეს.

სასამართლო იმსჯელებს აღნიშნულ შუამდგომლობაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პროცესი ჩატარდეს და მისი გაჭიანურება ხელოვნურად არ მოხდეს. ბრალდების მხარეს ყველა მტკიცებულება ამოწურული აქვს, დაცვის მხარეს მხოლოდ ბრალდებულის ჩვენება აქვს მოსასმენი, შესაბამისად, დავკითხავთ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს“ – განაცხადა ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება. თუკი, სასამართლო ბრალდების მხარის შუამდგომლობას გასვლითი სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილებს, პროცესი კლინიკა „ვივამედში“ჩატარდება, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული.

ასევე ნახეთ

პროკურატურა – ნიკო კვრაცახელიას მკვლელობა მამაზე ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხცელიაზე შურისძიებას უკავშირდება

ნიკო კვრაცახელიას მკვლელობა მამაზე ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხცელიაზე შურისძიებას უკავშირდება | პროკურატურის განცხადებით, საქმე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...