პოლიტიკა

შსს-მ ცხვარიჭამიაში მკვლელობის ფაქტზე შვიდი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში მკვლელობის ფაქტზე შვიდი პირია დაკავებული.

მათივე ცნობით, დაკავებულები არიან პირები, რომლებიც გუშინ ცხვარიჭამიაში დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ.

მკვლელობა ცხვარიჭამიაში მოხდა, სადაც ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. მოკლულია 20 წლის ახალგაზრდა, რომელსაც სავარაუდოდ გულის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გუშინ გვიან ღამით არაერთი პირი დაკითხეს. დაკავებულები ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.

ასევე ნახეთ

პროკურატურამ ბებიას 2 წლამდე შვილიშვილის tik-tok ლაივში ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბებიას ბრალდება 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, წარუდგინა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია