პოლიტიკა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევიდან ცეცხლი ახალციხის მიმართულებით გავრცელდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევიდან ცეცხლი ახალციხის მიმართულებით გავრცელდა.

ხანძარი უკვე აწყურის ციხეს ჩამოსცდა და დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა.

მიუხედავად ძლიერი დაკვამლიანებისა, ვერტმფრენები მუშაობას განაგრძობენ. ამ ეტაპზე ადგილზე საშუალო სიმძლავრის ქარია.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარს უკვე რამდენიმე დღეა, ებრძვიან. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები. დღეიდან პროცესში ასევე ერთვებიან თურქეთის სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავები.

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომლებთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო

ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომლებთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია