პოლიტიკა

ბელგოროდში „ეფ-ეს-ბესა“ და შსს-ს შენობებზე იერიში მიიტანეს

ბელგოროდში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობაზე იერიში მიიტანეს, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სხვადასხვა „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსულმა ონლაინ გამოცემამ SOTA-მ „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც ჩანს ქალაქის თავზე ამომავალი კვამლი.

“ბელგოროდში „ეფ-ეს-ბეს“ შენობას დაარტყეს. ქალაქში შემოღებული კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გამო, რეგიონში აკრძალულია ნებისმიერი პუბლიკაცია ოფიციალურ წყაროებზე მითითების გარეშე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ბელგოროდის „ტელეგრამ” არხების ინფორმაციით, გუშინ, დაახლოებით 23:20 საათზე ქალაქის ცენტრში ძლიერი აფეთქების შემდეგ კვამლის სვეტი გაიზარდა. ამის შემდეგ ჩაკეტეს პრეობრაჟენსკაიას ქუჩა, შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები, პოლიციელები და სასწრაფო დახმარების მანქანები მივიდნენ.

რუსული „ტელეგრამ“ არხი „რიბარი“ კი იუწყება, რომ თავდასხმის სამიზნე იყო არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობა, არამედ რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაც.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...